- ლანჩხუთის სავარაუდო მეტოქეების რაოდენობა შემცირდა
- წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება
- დიდი დღესასწაული ლანჩხუთში - ქალ ფეხბურთელებს მაგარი დახვედრა მოუწყვეს
ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ლანჩხუთის სავარაუდო მეტოქეების სია ოთხ გუნდამდე შემცირდა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ყაზახეთში ოკჟეტპესი 2:1, ხოლო რუმინეთში ოლიმპია კლუჟი 1:0 დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა.
ლანჩხუთი წილისყრამდე განუთესავთა შორისაა. 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ლანჩუხთელთა სავარაუდო მეტოქეების ჩამონათვალი ასეთია:
კაზიგიურტი (ყაზახეთი)
ვოლფსბურგი (გერმანია)
კვინერი (ნორვეგია)
როსენგარდი (შვედეთი)
კომენტარები