Thumbnail
  • სლოვაკეთში დასრულდა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი
  • მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ძაგნიძემ და ჯავახიშვილმა მოიპოვეს
  • ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ტოპ-10-ში ბრუნდება

სლოვაკეთის ქალაქ ვისოკე ტატრიში დასრულდა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეებს შორის. კონტინენტის 2017 წლის ჩემპიონმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ ამჯერად, ვერცხლის მედალი იკმარა.

ნანა ძაგნიძე პრიზით

11 ტურის შემდეგ მან 8 ქულა მოაგროვა სხვა 6 მოჭადრაკესთან ერთად, თუმცა დამატებითი მონაცემებით ძაგნიძე მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი კი რუსი ვალენტინა გუნინა გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მესამედ მოიპოვა.

სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა თავი ვერ გამოიჩინეს, შედარებით უკეთ გამოვიდა ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც 7.5 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ქართველი მოჭადრაკეებიდან ძაგნიძემ და ჯავახიშვილმა მოიპოვეს. ასევე ძაგნიძეს ეს წარმატება ფიდეს რეიტინგის ტოპ-10-ში დააბრუნებს, ამჟამად კი მე-11 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები