Thumbnail
  • ბარსელონა წაგებული მატჩების შემდეგ პრესკონფერენციებზე ახალწვეულებს უშვებს
  • ატლეტიკოსთან 17 წლის პედრიმ ილაპარაკა, 'კლასიკოს' შემდეგ - დესტმა
  • პრესკონფერენციები გუნდის ლიდერების საქმეა და ისინი საუბარს თავს არიდებენ

ესპანური პრესა მეორე დღეა აქტიურად წერს, რომ ბარსელონაში ისეთი სიტუაციაა, გუნდის ლიდერებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურთ. შაბათს ბარსამ ატლეტიკოსთან პრინციპული შეხვედრა დათმო (0:1) და ცხრილის მეორე ნახევარშია. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონელებმა სალაპარაკოდ 17 წლის პედრი გაუშვეს, რომელსაც კლუბისთვის კრიზისულ სიტუაციაში მოუხდა ჟურნალისტების მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს მის ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი პრესკონფერენცია იყო.

ბარსელონა ასევე მოიქცა, როდესაც მათ 'კლასიკო' დათმეს რეალთან. მაშინ პრესკონფერენციაზე გუნდის ახალწვეული, 20 წლის სერჯინიო დესტი გაუშვეს, რომელმაც ესპანური საერთოდ არ იცის.

არადა საფეხბურთო სამყაროში მიღებული პრაქტიკაა, რომ პრესას გუნდის ლიდერები ელაპარაკებიან. მით უმეტეს, წაგებული მატჩების შემდეგ, როდესაც კრიტიკული კითხვების რაოდენობა იმატებს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გუნდის კაპიტანს და სხვა ლიდერებს - მესის, პიკეს და ბუსკეტსს - პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურთ და პრესასთან ურთიერთობას შეგნებულად თავს არიდებენ. ეს დეტალიც გუნდის შიგნით არსებულ კრიზისზე მეტყველებს.

კომენტარები

ბოლო ამბები