Thumbnail
  • კარლ-ჰაინც რუმენიგემ ანჩელოტის გათავისუფლებაზე ისაუბრა
  • ბაიერნის შეფს იტალიელ მწვრთნელთან ერთადერთი პრეტენზია ჰქონდა
  • რეკორდმაისტერის მომავალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იმ კრიტერიუმს ნამდვილად აკმაყოფილებს

მას მერე, რაც ოფიციალურად დადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან ბაიერნს ნიკო კოვაჩი გაწვრთნის, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელების კრიტიკა არ წყდება. მართალია, 46 წლის კოვაჩი ფრანკფურტის აინტრახტში წარმატებულია, მაგრამ არა იმდენად, როგორს ბაიერნის კალიბრის გრანდის მომავალ თავკაცს ეკადრება.

როგორც იცით, რეკორდმაისტერმა შემოდგომაზე კარლო ანჩელოტი პსჟ-სთან 0:3 მარცხის შემდეგ გაათავისუფლა. ბაიერნის ფანები გაურკვევლობაში არიან - გასაგებია, რომ იუპ ჰაინკესს, რომელმაც ანჩელოტი შეცვალა, პენსიაზე გასვლა უნდა, მაგრამ კოვაჩი? ნუთუ შეიძლება, რომ ეს უკანასკნელი ანჩელოტიზე უკეთესი არჩევანი იყოს?

ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ იტალიელი მწვრთნელის გათავისუფლება კიდევ ერთხელ გაიხსენა და საჯაროდ პირველად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პრეტენზია ჰქონდათ ბავარიული გრანდის შეფებს ანჩელოტისთან.

ტყუილია ჭორები, თითქოს ჩვენ კარლო იმის გამო გავათავისუფლეთ, რომ პარიზში წაგებას არ ნანობდა

“კარლო ანჩელოტი ძალიან მაგარი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, ზაფხულიდან დიდ ფეხბურთში დაბრუნდება. პსჟ-სთან წაგების შემდეგ, ანჩელოტი ძალიან წუხდა ამ მარცხის გამო. ასე რომ, ტყუილია ჭორები, თითქოს ჩვენ კარლო იმის გამო გავათავისუფლეთ, რომ პარიზში წაგებას არ ნანობდა,” - განაცხადა რუმენიგემ.

რაც შეეხება რეალურ მიზეზს: “მე კარლოსთან მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრეტენზია მქონდა. მას გერმანული ენა უნდა ესწავლა! ენის არცოდნა - სწორედ ეს იყო მისი ნაკლი. ნიკო კოვაჩმა კი გერმანული იცის. ის ჩვენთან თამაშობდა და ბაიერნის გენები აქვს,” - დასძინა ბაიერნის ბოსმა.

რუმენიგემ მადრიდის რეალთან მოახლოვებულ მატჩებზეც ისაუბრა: “ვიცით, რომ რეალი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით ფინალში გასვლას. ეს, რა თქმა უნდა, რთული იქნება. წყვილში ფავორიტი რეალია! ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიუნხენში უნდა მოვიგოთ. ეს აუცილებელია!”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • რეალი
  • ლივერპული

კომენტარები

ბოლო ამბები