Thumbnail

ამაშუკელის ისტორიული მატჩი - ქართველი მსაჯი შოტლანდია-საფრანგეთზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკა ამაშუკელს ტიერ 1-ს გუნდების თამაში პირველად ანდეს
  • მატჩი ფრანგებმა მოიგეს და ფინალში გასვლამდე ცოტა უკლიათ

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სარაგბო არბიტრი ნიკა ამაშუკელი პირველად მოემსახურა ტიერ 1 გუნდების მატჩს, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.

ეს, “შემოდგომის ერთა თასის” მეორე ტურში მოხდა, როდესაც შოტლანდიამ საფრანგეთს უმასპინძლა და 15:22 დამარცხდა. მატჩის მთავარი არბიტრი უეინ ბარნსი იყო, ხოლო ნიკა ამაშუკელი და მეთიუ ქერლი კი თანამსაჯების მოვალეობას ასრულებდნენ.

ნიკა ამაშუკელს აქამდე, როგორც მთავარ არბიტრს ან ლაინსმენს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდულ 6 ერზე, გინეს პრო 14-ზე, ჩელენჯ ქაფსა და ტიერ 2 ტესტებზე ემსაჯა, ახლა კი, მორიგი კარიერული ნაბიჯი გადადგა.

უშუალოდ “შემოდგომის ერთა თასთან” დაკავშირებით კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ გუშინდელი გამარჯვებით, საფრანგეთმა ფაქტობრივად გაინაღდა B ჯგუფში პირველობა და ტურნირის ფინალში თამაში. “სამფეროვნებს” 2 ტურის თავზე 9 ქულა აქვთ და ბოლო ტურში იტალიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერობას ვერავინ შეეცილებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები