Thumbnail
  • ინფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ისევ იზოლაციაშია
  • მის გარეშე მოთამაშე რუბინმა მარცხი განიცადა

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ყაზანის რუბინმა როსტოვთან 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ისევ კორონავირუსი აქვს და იზოლაციაში საქართველოში იმყოფება.

რუბინს ხვიჩას გარდა კიდევ ორი ფეხბურთელი ჰყავს ინფიცირებული - ინ ბომი და კარლ სტარფელტი. ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა როსტოვთან მატჩის შემდეგ მათი დაბრუნების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსულ კლუბს არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

"როდის დაგვიბრუნდებიან ინფიცირებული ფეხბურთელები? ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. როგორც კი მათი ტესტი უარყოფითი იქნება და იმ ქვეყნის ხელისუფლებები, სადაც იმყოფებიან, გადაადგილების უფლებას მისცემენ, მაშინ ჩამოვლენ. ბომი ავსტრიაშია, სტარფელტი შვედეთში, კვარაცხელია - საქართველოში".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე ყოფნის დროს დაუდასტურდა, რის გამოც სანაკრებო მატჩები გაუცდა და მათ შორის, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგაც ვერ ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები