- ქალაქის მკვიდრნი ქუჩებში გამოვიდნენ და გუნდს ფოიერვერკებით შეეგებნენ
- საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა მოახერხა
ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა - პირველი გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა! გიორგი ჩხაიძის გუნდმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ყაზახეთში ოკჟეტპესი 2:1, ხოლო რუმინეთში ოლიმპია კლუჟი 1:0 დაამარცხა.
ლანჩხუთი საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა, მაგრამ მშობლიურ ქალაქში დღეს ჩავიდა. ფეხბურთელებს ქალაქში დიდი ემოციით, სიხარულითა და ზეიმით დახვდნენ. ლანჩხუთის მკვიდრნი ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ და ფეხბურთელებს ფოიერვერკებით შეეგებნენ.
"არ იტირო, მას" - ერთ მომენტში ლანჩხუთის ფეხბურთელი აცრემლებულ ყოფილ მასწავლებელს მიმართავს, რომელიც გუნდს სიხარულისა და სიამაყის ცრემლებით დახვდა.
ლანჩხუთის მეტოქე 1/16 ფინალში 24 ნოემბერს დაგეგმილი წილისყრის შედეგად გამოვლინდება. ქართული გუნდი განუთესავთა შორისაა და სავარაუდო მეტოქეებში ქალთა ფეხბურთის არაერთი გრანდია - მათ შორის, ლიონი, ბარსელონა, პსჟ და ვოლფსბურგი.
კომენტარები