Thumbnail
  • საქართველო 37.5:28.5 პოლონეთი
  • სწრაფ ჭადრაკში ამხანაგური შეხვედრა 2 დღეს მიმდინარეობდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ტოპ-ათეულის წარმომადგენელი პოლონეთის გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა.

სწრაფ ჭადრაკში ამხანაგური შეხვედრა 2 დღეს მიმდინარეობდა, შემდეგი რეგლამენტით: 10 წუთი მთელ პარტიაზე, პირველივე სვლიდან 10 წამის დამატებით. საერთო ჯამში 12 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა 37.5:28.5 იმარჯვეს.

საქართველოს ქალთა ნაკრები: 1. ნანა ძაგნიძე (2524), 2. ლელა ჯავახიშვილი (2473), 3. ნინო ბაციაშვილი (2460), 4. მერი არაბიძე (2437), 5. სალომე მელია (2371), 6. სოფიკო ხუხაშვილი (2334).

პოლონეთის ქალთა ნაკრები: 1. მონიკა სოჩკო (2421), 2. კარინა სიფკა (2415), 3. იოლანტა ზავადკა (2399), 4. ივეტა რახლიჩი (2394), 5. კლაუდია კულონი (2347), 6. იულია ანტოლაკი (2313), 7. ალისია სლივიჩკა (2311).

კომენტარები

ბოლო ამბები