Thumbnail
  • ლევან ბაჯელიძის შეგირდები მალტასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ეთამაშებიან
  • საქართველოს ქალთა ნაკრებს ამ დროისთვის 8-ვე თამაში წაგებული აქვს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდება, 1 დეკემბერს კი – ბოსნია-ჰერცეგოვინას (ორივე მატჩი 15:00 საათზე დაიწყება).

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებას დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ მალტისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გასამართი თამაშებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი).

მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ანი ძაძუა (ყველა – კვარტალი, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი).

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, ნათია დანელია (ორივე – კვარტალი, თბილისი) თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე, ტატა მატვეევა (ორივე – ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა).

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია, ხატია ჭყონია (ორივე – ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ლელა ჭიჭინაძე (ყველა – ნიკე, თბილისი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ქართველ ფეხბურთელებს ამ დროისთვის 8-ვე მატჩი წაგებული აქვთ და ბოლო ადგილზე იმყოფებიან.
 

კომენტარები

ბოლო ამბები