Thumbnail
  • სახალისო ეპიზოდი საქართველოსა და უელსის წინა საუკუნის მატჩიდან
  • ის თამაში ქართველებმა 5:0 მოიგეს, რამაც ნევილ საუთჰოლი წყობიდან გამოიყვანა

ალბათ, ბევრისთვის უცნობი ეპიზოდი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. მისი გმირები საქართველოს ნაკრების ფორვარდი შოთა არველაძე და უელსელი მეკარე ნევილ საუთჰოლი არიან. შეხვედრა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით შედგა, რომლის მიმდინარეობის დროსაც საქართველოს ნაკრებმა არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა.

უელსთან მატჩი 1994 წლის 16 ნოემბერს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა და ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ბრიტანელები 5:0 გაანადგურეს. მაშინ გოლები თემურ ქეცბაიამ (2), გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ გაიტანეს. ამ ვიდეოში მორიგი გოლის შემდეგ, შოთა მეტოქის კარის ბადიდან ბურთის გამოტანას ცდილობს, რაშიც ხელს უელსელთა გოლკიპერი უშლის. არველაძე ნევილ საუთჰოლს იმით პასუხობს, რომ თითებით შეხვედრის ანგარიშს აჩვენებს და ტაბლოსკენაც მიუთითებს, სადაც შედეგია ასახული.

ცნობისთვის, იმ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უელსს სტუმრადაც აჯობა, შინ ბულგარეთსაც სძლია და 2-ჯერ ალბანეთიც დაამარცხა. საბოლოოდ, ქართველებმა ჯგუფში 15 ქულა დააგროვეს და გერმანიისა და ბულგარეთის კვალად, მე-3 ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები