Thumbnail

უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა საქართველოსთან მოგებული თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მეტოქის ყველა ძლიერი მხარის განეიტრალება მოახერხა:

“ყველა ასპექტში, სადაც კი საქართველოსგან ზეწოლას ველოდით, ძალიან კარგად ვითამაშეთ. იმ სამუშაომ, რაც კვირის განმავლობაში გავწიეთ, შესაბამისი შედეგი მოიტანა: შერკინებაშიც და აუტების დროსაც. ფორვარდების მწვრთნელმა ჯონ ჰამფრისმა ბიჭებთან მაგრად იმუშავა. მათი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. ცხადია, კლიმატური პირობები კარგი არ იყო, თუმცა, ყველაფერს გავუძელით. ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ეს ჩვენი თამაში იდეალური არ ყოფილა და ამას მეც ვეთანხმები, თუმცა, ვთვლი, რომ ეს მაინც სწორი მიმართულებით გადამდგარი ნაბიჯი იყო”.

შეგახსენებთ, რომ ლანელიში გამართული შეხვედრა უელსელებმა 18:0 მოიგეს, შედეგად კი, ბორჯღალოსნებმა პირადი ანტირეკორდი დაამყარე. საქართველოს ნაკრების 239-მატჩიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ზედიზედ 2 შეხვედრა “მშრალზე” დათმო. შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა “შემოდგომის ერთა თასის” სასტარტო შეხვედრაში ინგლისში 0:40 წააგეს, 29 ნოემბერს კი ირლანდიასთან დაპირისპირება ელით.

📺 უელსი 18:0 საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები