Thumbnail

ტოჩინოშინმა 9 მოგებით დაასრულა - მას სოლიდური წინსვლა ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოს ბოლო დღეს ტაკანოშოს აჯობა
  • ქართველ სუმოისტს წოდებაში დაწინაურება განაღდებული აქვს

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში გამართული საშემოდგომო სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა, რაც წოდებაში დაწინაურების გარანტიაა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს დასკვნით დღეს დასავლეთის სეკივაკე ტაკანოშოს გაეჯიბრა და ჰატაკიკომით აჯობა. ქართველმა სეკიტორმა მეტოქეს დოჰიოსკენ დაქაჩა და 26 წლის იაპონელმა წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.

📺 ტოჩინოშინი V ტაკანოშო

შემოდგომის სუპერტურნირის გამარჯვებული ოძეკი ტაკაკეიშო გახდა, თუმცა, ჩემპიონის გამოსავლენად პლეი ოფის ჩატარება გახდა საჭირო. დღეს, ოძეკიმ კომუსუბი ტერუნოფუჯისთან აბისეტაოშით წააგო და ამ სუმოისტებს თანაბარი ბალანსი (13-2) აღმოაჩნდათ, დამატებით შერკინებაში კი ტაკაკეიშომ მოიგო.

პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, შემდეგ სუპერტურნირს კი 2021 წლის 10-24 იანვარს ისევ ტოკიო უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები