Thumbnail

მორიელის დარტყმა - საოცარი გოლი რუმინეთის მესამე ლიგაში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბევრს ალბათ რენე იგიტას ნახტომი გაახსენდება
  • მატჩი სტინა მიროსლავას გამარჯვებით - 4:0 დასრულდა

რუმინეთის მესამე ლიგაში, სტინა მიროსლავას და ცსმ პაშჩანის მატჩის მიმდინარეობისას, მიროსლავას მოთამაშემ - რობერტ ასავოაეიმ გოლი ე.წ. 'მორიელის დარტყმით' გაიტანა.

ბევრს შეიძლება ამ გოლმა, რენე იგიტას ნახტომი გაახსენა, სადაც კოლუმბიის ნაკრების მეკარემ, 1995 წელს უემბლიზე ჯეიმი რედნაპის დარტყმა ეფექტურ სტილში მოიგერია.

სტინა მიროსლავა 2009 წელს დაარსებული ახალი კლუბია, რომელიც მოლდოვის საზღვართან მდებარე იასის რეგიონს წარმოადგენს და დღეს რუმინეთის მესამე ლიგაში თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები