Thumbnail

ზალცბურგის უნგრელი არსენალში - არტეტა ნახევარდაცვას აძლიერებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • არსენალს დომინიკ საბოსლაის დამატება სურს
  • უნგრელი შარშან ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესოდ დაასახელეს

არსენალი ახალ ტრანსფერზე მუშაობს, ლონდონურ კლუბს რედ ბულ ზალცბურგის უნგრელი ნახევარმცველის - დომინიკ სობოსლაის დამატება სურს, რომლის გამოსასყიდი თანხაც დაახლოებით 25 მილიონ ევროს შეადგენს.

20 წლის საბოსლაის, ავსტრიული გუნდის მაისურით 74 მატჩში, 22 გოლი აქვს გატანილი. ავსტრიაში 3 ჩემპიონობა და 2 თასი მოიგო, რამდენიმე თვის წინ კი გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახლეს, რის შემდეგაც არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

საბოსლაის ბოლო წუთზე გატანილი გოლით, უნგრეთი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა

შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონშიც კარგ ფორმაშია და სათამაშო სტილით, საბაზრო ღირებულებით ლონდონელთა კრიტერიუმებს სრულიად აკმაყოფილებს.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში, უნგრეთის ნაკრებმა ბუდაპეშტში ისლანდია სწორედ საბოსლაის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები