Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე მეორე მატჩი გამართა
  • ინგლისის ნაკრებმა ''ბორჯღალოსნებს'' 2 ლელო დაუდო და ჯგუფის ლიდერია
  • ქართველი მორაგბეების შეფასებები - rugby.co.uk-ის მიხედვით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებთან ერთად, ტურნირში პირველად ჩაება.''ბორჯღალოსნებმა'' შემოდგომის ერთა თასზე მეორე მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართეს. ინგლისთან წაგებული 0:40-ის შემდეგ, ''ბორჯღალოსნებმა'' შეხვედრას ისევ უქულოდ დაასრულეს.

უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში "პარკ ი სკარლეტსზე" საქართველოს ნაკრები მასპინძელ უელსთან 0:18 დამარცხდა. უელსის ნაკრებმა ბონუსის აღება ვერ შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისურმა ვებგვერდმა rugby.co.uk-მა მოთამაშეების ასპარეზობა შეაფასა და მათ ქულები დაუწერა. საქართველოს ნაკრების მხრიდან 7-ქულიანი შეფასება გიორგი კვესელაძემ დაიმსახურა, რომელმაც ამ თამაშში 16 ბოჭვა შეასრულა

მორაგბეების შეფასებები rugby.co.uk-ის მიხედვით: ლაშა ხმალაძე - 4 აკაკი ტაბუცაძე - 4, გიორგი კვესელაძე - 7, მერაბ შარიქაძე - 4, სანდრო თოდუა - 4, თედო აბჟანდაძე - 5, ვასილ ლობჟანიძე - 6, ჯაბა ბრეგვაძე - 4, ბექა გორგაძე - 4, ბექა საღინაძე - 5, გრიგოლ ქერდიყოშვილი - 6, ბექა გიგაშვილი - 4,  მიხეილ ნარიაშვილი - 6, კოტე მიქაუტაძე - 4, ოთარ გიორგაძე - 6.

კომენტარები

ბოლო ამბები