Thumbnail
  • თედო აბჟანდაძემ უელსთან გამართული მატჩი შეაფასა
  • ქართველმა მორაგბემ ყურადღება ტექნიკურ წუნზე გაამახვილა

უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში "პარკ ი სკარლეტსზე" საქართველოს ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასის" მეორე ტურის მატჩი გამართა მასპინძელ უელსს და 0:18 დამარცხდა. უელსის ნაკრებმა ბონუსის აღება ვერ შეძლო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ''ბორჯღალოსანმა'' თედო აბჟანდაძემ აღნიშნა, რომ მორაგბეები მოედანზე თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ინგლისთან და სისტემამაც იმუშავა, თუმცა ტექნიკური წუნის გამო მომენტების გამოყენება ვერ მოხერხდა.

აბჟანდაძე უელსთან შეხვედრაზე

მოედანზე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდით, ვიდრე ინგლისთან და 75-ე წუთამდე თამაშში დავრჩით, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შევძელით ქულების აღება. ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და ბურთს ვკარგავდით. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ჯარიმის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ მორკინალები მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და ლელოზე თამაში ვარჩიეთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბურთი აქაც დავკარგეთ“.

აბჟანდაძე შეცდომებზე და წინსვლაზე

ჩვენი მიზანი იყო, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა ხელით, მაგრამ პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით. ამით იყო განპირობებული ფეხით ბევრი თამაში. შესვენების შემდეგ პოზიციურად უკეთ ვიყავით და გავთამამდით.

თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში. ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ მერე შეცდომებს ვუშვებდით. ვფიქრობ, ამ სისტემაში უნდა დავრჩეთ და გავაუმჯობესოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები