Thumbnail
  • ლევან მაისაშვილმა უელსთან გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა
  • კოტე მიქაუტაძის დაზიანების სიმძიმე მალე გაირკვევა

უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში "პარკ ი სკარლეტსზე" საქართველოს ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასის" მეორე ტურის მატჩი გამართა მასპინძელ უელსს და 0:18 დამარცხდა. უელსის ნაკრებმა ბონუსის აღება ვერ შეძლო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ''ბორჯღალოსანთა'' მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ კოტე მიქაუტაძემ ნეკნი დაიზიანა, მას სურათს გადაუღებენ და დაზიანების სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი. მაისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შედეგი რეალობას არ ასახავს.

ლევან მაისაშვილი თამაშის შესახებ

საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით“.

დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ლევან მაისაშვილი განვითარებასა და ნაკრებში არსებულ პრობლემებზე

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება.

კომენტარები

ბოლო ამბები