Thumbnail

'რაც ვნახე, დიდი პროგრესი აქვს' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი ჩაკვეტაძე ვერც შარლერუასთან ითამაშებს
  • ვიმ დე დეკერის კომენტარი გიორგის მდგომარეობაზე

22 ნოემბერს გიორგი ჩაკვეტაძის გენტი შარლერუას ესტუმრება. ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია და ამ მატჩის განაცხადში არ იქნება, თუმცა გენტის თავკაცი ვიმ დე დეკერი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"რაც ვნახე, ჩაკვეტაძეს დიდი პროგრესი აქვს. ის ენერგიულად გამოიყურება. ახლა მთავარია, როგორ გაუმკლავდება პრობლემას გიორგი მენტალურად", - განაცხადა ვიმ დე დეკერმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის რაპიდთან მატჩში მიიღო. ოქტომბრის დასაწყისში მან ბეერსხოტთან მატჩში თითქმის ნახევარი საათი ითამაშა, თუმცა ამის მერე ყველა მატჩი გამოტოვა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. გენტი 13 ქულით ჟუპილერლიგაში მხოლოდ მე-13 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები