Thumbnail
  • ბათუმის სტადიონზე პირველი თამაში გაიმართა
  • პირველი გოლი ახალ არენაზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი თამაში ჩატარდა. დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გორის დილას მასპინძლობს და 1:0-ს ამარცხებს. ახალ არენაზე ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გიორგი ნიქაბაძე გახდა.

68-ე წუთზე ბათუმელებმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდეს. ვაგნერ გონსალვეშის გადაცემის შემდეგ ნიქაბაძემ მეორე სართულზე ორთაბრძოლაში ყველას დაასწრო და თავით ანგარიში არა მარტო მატჩში, არამედ ბათუმის სტადიონის ისტორიაშიც გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და დაახლოებით ერთი თვის წინ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი არენა უეფას მე-4 კატეგორიას აკმაყოფილებს და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

კომენტარები

ბოლო ამბები