Thumbnail
  • გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმა რუს მეტოქეებთან წააგეს
  • ბექა ღვინიაშვილს მაიდოვმა მოუგო, ლიპარტელიანი პალჩიკთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის ბოლო საჭიდაო დღეს, ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ოთხივემ ნახევარფინალი იჭიდავა. სამწუხაროდ, ფინალში ვერცერთი ვერ გავიდა.

ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სერბ ნემანია მაიდოვთან 12 წამით ადრე ვაზარი გაუშვა და ბრძოლა დათმო. ბექამ მანამდე ისლანდიელი, პოლონელი და ნიდერლანდელი ძიუდოისტები დაამარცხა. ღვინიაშვილის მეტოქე მესამე ადგილისთვის ბრძოლა ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს.

ბექა ღვინიაშვილი V ეგილ ბლონდალი

ბექა ღვინიაშვილი V ნოელ ვან ტენდი

ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) ნახევარფინალი პიტერ პალჩიკთან დათმო. ისრაელის ნაკრების წევრმა ვარლამს ვაზარით აჯობა. ნახევარფინალამდე ნაკრების კაპიტანს ბერძენი, გერმანელი და აზერბაიჯანელი ძიუდოისტები ჰყავდა დამარცხებული. ლიპარტელიანის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი ხორხე ფონსეკა იქნება.

სამწუხაროდ, მძიმე წონის ძიუდოისტებმა ნახევარფინალები რუს მეტოქეებთან დათმეს. ლევან მატიაშვილს ტამერლან ბაშაევმა აჯობა, ხოლო გურამ თუშიშვილი ინალ ტასოევთან დამარცხდა. მატიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შტეფან ჰეგის შეხვდება, ხოლო თუშიშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები