Thumbnail

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში მიმდინარე გრან პრის ეტაპზე, ვაჟთა შორის მეორე ადგილი დაიკავა, რაც სპორტსმენის კარიერაში მნიშვნელოვანი წარმატებაა. ყვითელაშვილს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო, საბოლოოდ მხოლოდ რუსმა მიხაილ კოლიადამ აჯობა.

ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 99.56 ბალი,  თავისუფალ პროგრამაში კი, სადაც მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, 176,24 ბალით მეოთხე იყო, რაც ჯამში 275,80 ბალით მეორე ადგილის მომტანი აღმოჩნდა. ჩემპიონი მიხაილ კოლიადა გახდა - 281,89 ბალით.

📺 ყვითელაშვილის გამოსვლა თავისუფალ პროგრამაში

25 წლის მორის ყვითელაშვილი, რომელიც მოსკოვშია დაბადებული და ეთერ თუთბერიძის გუნდის წევრია, საქართველოს სახელით 2016 წლიდან გამოდის. ქართველი მოციგურავის საუკეთესო მიღწევა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოა.

კომენტარები

ბოლო ამბები