Thumbnail

'შევხვდებით 12 დეკემბერს' - ტონი ფერგიუსონის მომავალი მეტოქე ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი UFC 256-ზე დაბრუნდება
  • 36 წლის ამერიკელი ლას ვეგასში ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეებრძოლება 

UFC-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი მსუბუქ წონაში ტონი ფერგიუსონი ოქტაგონზე 2020 წლის 12 დეკემბერს, ლას ვეგასში, UFC 256-ზე დაბრუნდება. ამის შესახებ თავდაპირველად ლიგის პრეზიდენტმა დანა უაითმა გამოაცხადა. ამერიკელი მებრძოლის მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება. 

მოგვიანებით ინფორმაცია თავად ფერგიუსონმაც  დაადასტურა.

"ჩვენ არ ველოდებით, არამედ ვკარნახობთ პირობებს. დააყენეთ ისინი რიგში. UFC-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. შევხვდებით 12 დეკემბერს", - დაწერა "ელ კუკუიმ" სოციალურ ქსელში.

ფერგიუსონისთვის ეს პირველი შეხვედრა იქნება 2020 წლის მაისის შემდეგ. მაშინ მან ვადამდე ჯასტაინ გეიჯისთან წააგო და ხელიდან გაუშვა ლიგის დროებითი ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვების შანსი. აღსანიშნავია, რომ მანამდე 36 წლის ფერგიუსონს 12 ბროლისგან შემდგარი მოგებათა სერია ჰქნდა. 

რაც შეეხება ოლივეირას, ბრაზილიელის გამარჯვებების სერია შვიდი ორთაბრძოლისგან შედგება. ბოლო შეხვედრაში მან დროებითი ტიტულის ყოფილ პრეტენდენტს კევინ ლის აჯობა. 

ამ დროისთვის UFC-ის მსუბუქ წონის რეიტინგში ტონი ფერგიუსონი მესამეა, ჩარლზ ოლივეირა კი - მეექვსე.

კომენტარები

ბოლო ამბები