Thumbnail

'ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა' - ლობჯანიძის უცნაური კონტრაქტი ყაზახეთში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 28 წლის ფეხბურთელს ქაისართან კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე ამოეწურა
  • საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს კარიერის გაგრძელების ვარიანტები აქვს

ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ელგუჯა ლობჯანიძე ქაისარში აღარ დაბრუნდა. ყაზახურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 წლის თავდამსხმელს კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურა და სეზონის დარჩენილ მატჩებში აღარ დაეხმარებოდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნაპოლი
  • ფრე
  • მილანი

როგორც ირკვევა, ელგუჯა ერთადერთი არაა, რომელთანაც ყაზახურ კლუბებს კონტრაქტები უცნაური ვადით - ნოემბრის პირველ რიცხვებამდე ჰქონიათ გაფორმებული. Sports.kz ქაისარის ქართველ ბომბარდირს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

"დიახ, კონტრაქტი დამიმთავრდა. არ ვიცი, რატომ იყო ის 13 ნოემბრამდე გაფორმებული, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს შემთხვევაში არ არის ასე. თუ სწორად მახსოვს, თარაზშიც ასე იყო. რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობას სურდა, რომ ჩემპიონატი ბოლომდე ჩამემთავრებინა, მაგრამ სამწუხაროდ, კონტრაქტი აღარ მაქვს და თან, ვიზის ვადაც ამოიწურა…

ვფიქრობ, ჩემზე განაწყენებულები არ უნდა იყვნენ. ეს არ ნიშნავს, რომ გუნდის ბედი ჩემთვის სულერთია. მით უმეტეს, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია, სად გავაგრძელებ კარიერას. ვფიქრობ, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. ახლა ყაზახეთში დაბრუნებაც ძალიან რთულია", - ამბობს ელგუჯა, რომელმაც ყაზახეთის სუპერლიგის 12 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. ქართველ ფორვარდს კიდევ ერთი გოლი, რომელიც ირტიშს გაუტანა, გაუუქმდა - ეს გუნდი ჩემპიონატიდან გავიდა.

ტანმაღალ ქართველ ფორვარდს ყაზახეთში წარმატებული სეზონი ჰქონდა

ელგუჯა ლობჯანიძემ 2020 წლის სეზონი შეაფასა და თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:  

"შეიძლება ითქვას, რომ ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. კარიერის გაგრძელების ვარიანტები არის ყაზახეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, მაგრამ სერიოზული საუბარი არ მქონია. ჩემპიონატის დასრულებას უნდა დაველოდო. ვფიქრობ, ქაისარშიც სურთ ჩემი დატოვება, მაგრამ იქ ჯერ თავადაც არ იციან, რა იქნება მომავალ წელს. წინ კიდევ არის თამაშები. სიმართლე გითხრათ, სიამოვნებით დავრჩებოდი ყაზახეთში სათამაშოდ". 

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთში ორი სეზონი გაატარა

თავდამხმელმა საქართველოს ნაკრების მიერ ხელიდან გაშვებულ შანსსა და გულშემატკივრების კრიტიკაზე, ასევე მის ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე ილაპარაკა: 

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ (ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიასთან) და რა თქმა უნდა, გვაკრიტიკებენ, თუმცა ვფიქრობ, ეს ასე მხოლოდ საქართველოში არაა - ყველგან ჩვეულებრივი ამბავია. მეც გავიგე, რომ ვლადიმირ ვაისი შესაძლოა სამუშაოდ ყაზახეთში დაბრუნდეს, თუმცა თავად მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს". 

კომენტარები

ბოლო ამბები