Thumbnail

'ყველაფერი კარგადაა' - რობერტო მანჩინი კორონავირუსისგან განიკურნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის ნაკრების თავკაცის ტესტი COVID 19-ზე უარყოფითი აღმოჩნდა
  • 55 წლის სპეციალისტი ინფექციის გამო ნაკრებს ვერ ხელმძღვანელობდა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი კორონავირუსისგან განიკურნა. 55 წლის სპეციალისტის ბოლო ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა. 

გამოკითხვა

გაუტანს რონალდო კალიარის?

  • კი
  • არა

"ჩემმა ბოლო ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ჯანმრთელად ვარ და ყველაფერი კარგადაა", - აქვეყნებს “სკუადრა აძურას” მწვრთნელის სიტყვებს იტალიური მედია. 

რობერტო მანჩინის დაინფიცირების შესახებ 6 ნოემბერს გამოცხადდა. მწვრთნელმა რომში, თვითიზოლაციაში ორ კვირაზე მეტი გაატარა. დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და მანჩინი თავს კარგად გრძნობდა. 

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის გამო მანჩინიმ კოვერჩანოში, იტალიის ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაში მონაწილეობა ვერ მიიღო და გუნდს ვერც ნოემბრის მატჩებში უხელმძღვანელა - 11 ნოემბერს ესტონეთთან (4:0), 15 ნოემბერს პოლონეთსა (2:0) და 18 ნოემბერს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან (2:0). 

მანჩინის გუნდს უკვე 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 17 მოგება, 5 ფრე

მიუხედავად მთავარი მწვრთნელის არყოფნისა, იტალიის ნაკრებმა მაინც მოახერხა უეფას ერთა ლიგის 1-ელი ჯგუფის მოგება და “ოთხთა ფინალში” გავიდა, სადაც მასთან ერთად ბელგიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებიც ითამაშებენ. 

რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნულ გუნდს 2018 წლიდან წვრთნის და ის ევროპის ჩემპიონატზეც გაიყვანა, რომელიც 2020 წლის ნაცვლად, 2021 წელს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები