Thumbnail
  • 📅 22 ნოემბერი | ⌚ 00:00 | ⚽ ატლეტიკო V ბარსელონა | 📺 SILK UNIVERSAL
  • დიეგო სიმეონეს გუნდი მიმდინარე სეზონში მარცხის გარეშეა
  • რონალდ კუმანმა სიტუაციის დალაგება ვერაფრით მოახერხა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ესპანური ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება, სადაც ატლეტიკო ბარსელონას დაუხვდება და ეცდება წარმატებული სვლა განაგრძოს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ატლეტიკო
  • ფრე
  • ბარსელონა

ცნობისთვის, დიეგო სიმეონეს გუნდი ერთადერთია, რომელსაც ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში წაგება არ აქვს. ატლეტიკოს ზურგს მიჯრით 4 მოგება უმაგრებს, სულ 5 გამარჯვება და 2 მარცხი გააჩნია და სატურნირო ცხრილში კატალონიელებს უკვე 6 ქულით უსწრებს.

ბარსელონამ, რომლის ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არაერთ პრობლემას აწყდება, სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო. მართალია, გასულ ტურში ბარსამ ბეტისი 5:2 გაანადგურა, ეს, ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იყო 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გუნდმა სტუმრად სელტას აჯობა.

გუნდები პრინციპულ მატჩს საკმაო დანაკლისით ხვდებიან. ატლეტიკო მინდორზე ლუის სუარესის გარეშე გავა. 33 წლის თავდამსხმელი, რომელსაც ბარსელონაში 6 წელი აქვს გატარებული, COVID 19-ით დაინფიცირდა და იზოლაციაში იმყოფება. იგივე პრობლემის წინაშე დგას ურუგვაის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ლუკას ტორეირა. სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, ვერ ითამაშებენ სტეფან სავიჩი, ექტორ ერერა, მარიო ერმოსო, შიმე ვრსალკო და იანიკ ფერეირა კარასკო. ტრავმით გამოწვეული პრობლემები თითქმის გადალახა დიეგო კოშტამ. სავარაუდოა, რომ ის სათადარიგოთა სკამზე იქნება და თამაშში შეცვლაზე გამოჩნდება. დანამდვილებით შემადგენლობაში იქნებიან ჩინებულ ფორმაში მყოფი ჟოაო ფელიქსი, საულ ნიგეზი და კოკე. შესაძლებელია, სასტარტო თერთმეტეულში პირველად ვიხილოთ ჟოფრი კონდოგბია, რომელიც სევილიადან ატლეტიკოში სულ რაღაც სამიოდ კვირის წინ გადაბარგდა.

ანტუან გრიზმანმა და ლიონელ მესიმ ურთიერთობა ვერაფრით ააწყვეს

ბარსელონასთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა სერხიო ბუსკეტსის ტრავმა. ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა მუხლი სანაკრებო მატჩისას იტკინა, ეს კი, იმას ნიშნავს, რო, მოედნის ცენტრში მირალემ პიანიჩს ვიხილავთ. ბოსნია-ჰერცეგოვინელი ლეგიონერი ნიდერლანდელ ფრენკი დე იონგს შეუწყვილდება. ტრავმირებულები არიან ახალგაზრდა ტალანტი ანსუ ფატი და რონალდ არაუხოც, სამაგიეროდ, მოკლე დროში გამოჯანმრთელდა ბრაზილიელი კოუტინიო და შესაძლებელია, ის შეცვლაზე გამოჩნდეს. სასტარტო შემადგენლობას უბრუნდება ლიონელ მესი, რომელიც ბეტისთან ხსენებულ მატჩში მოულოდნელად თადარიგში აღმოჩნდა. შეტევაში არგენტინელის პარტნიორები ანტუან გრიზმანი, უსმან დემბელე და პედრი იქნებიან.

სხვათა შორის, მომავალი მატჩის წინ ახალი ძალებით იფეთქა ხმებმა მესისა და გრიზმანს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. ამ დღეებში რამდენიმე ქომაგი კლუბის ბაზიდან გამომავალ ანტუანის მანქანას გაეკიდა შეძახილებით: “პატივი ეცი მესის”. უდავოა, რომ ეს შემთხვევა ფრანგი ფორვარდის მდგომარეობაზე კარგად არ იმოქმედებდა. უშუალოდ მატჩის წინ, ცეცხლზე ნავთი მადრიდის ატლეტიკოსა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაულო ფუტრემ დააასხა, რომელმაც გრიზმანისთვის ნერვების მოშლა სცადა:

“მესმის, რომ ანტუანი ატლეტიკოდან ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად გადავიდა. თვლიდა, რომ იქ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ბარსაში მთავარი მესია, მესი და კიდევ მესი... 50 მესი. შემდეგ იყვნენ სუარესი, პიკე და გრიზმანი. ის გუნდში მეოთხე ან მეხუთეა. თუკი ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მართლაც მოიგო, გაზეთების პირველ გვერდებზე მაინც მესი იქნება. გრიზმანი რომ ატლეტიკოდან არ წასულიყო, ის ლეგენდა გახდებოდა. ანტუანი გუნდისთვის ჩემზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც კი იყო. მაშინვე ვიცოდი, რომ ბარსელონაში პრობლემები შეექმნებოდა. ატლეტიკოში ის ღმერთი იყო, ბარსელონაში კი მაქსიმუმ გრაფი ან თავადი გახდება”.

საინტერესო ფაქტები

⚽ ატლეტიკოს ლა ლიგაში 23 მატჩია არ წაუგია – 14 მოგება, 9 ფრე.

⚽ ატლეტიკოს ლა ლიგის უკანასკნელი 6 მატჩიდან 5-ში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ ატლეტიკოს ლა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ატლეტიკოს ბარსელონასთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში 2 გოლზე მეტი არ აქვს გატანილი.

⚽ ბარსელონას ატლეტიკოსთან ყველა ტურნირზე გამართული უკანასკნელი 11 მატჩიდან 10-ში დამარცხება არ აქვს.

⚽ ბარსელონას ლა ლიგის 7 მატჩში მხოლოდ 11 ქულა აქვს და ეს 2002-03 წლების უსუსტესი სეზონის გამეორებაა, როდესაც გუნდმა მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა.

⚽ ატლეტიკოს ფორვარდ ჟოაო ფელიქსს მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში 6 გოლი აქვს, იმდენივე, რამდენიც წინა 26 შეხვედრაში.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი – ერმოსო, ხიმენესი, სავიჩი, ტრიპიე – ნიგეზი, კონდოგბია – კოკე, ლორენტე, კორეა – ფელიქსი.
ტრავმა: ვრსალკო, ერერა, ტორეირა, სუარესი, სავიჩი, ვიტოლო, კარასკო.

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა – პიანიჩი, დე იონგი – დემბელე, მესი, პედრი – გრიზმანი.
ტრავმა: არაუხო, ბუსკეტსი, ფატი, უმტიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები