Thumbnail

'საქართველოში ვითამაშებდი' - ნადოლოს ფავორიტი ქართველები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნემანი ნადოლომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ქომაგების კითხვებს უპასუხა
  • ფიჯელი საქართველოში ითამაშებდა, მან ფავორიტი ქართველი მორაგბეებიც დაასახელა

ფიჯის ნაკრების ლიდერმა და ლესტერ ტაიგერსის მორაგბემ, ნემანი ნადოლომ ინსტაგრამის გვერდზე ქომაგთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მან პასუხები ინსტაგრამის სთორიში გამოაქვეყნა და ორი ისეთია, რომ ქართული რაგბის გულშემატკივრებსაც დააინტერესებს.

ნემანი ნადოლო საქართველოზე

ნემანი ნადოლო საქართველოზე

ქომაგი: თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყანაში თამაშის საშუალება გექნებოდა, რომელ ქვეყანას აირჩევდი და რატომ უელსს?

ნემანი ნადოლო: საქართველოში ვითამაშებდი.

ქომაგი: ნემანი, გამარჯობა საქართველოდან. შენი ფავორიტი ქართველი მორაგბეები გვითხარი.

ნემანი ნადოლო: მიშა ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა.

შეგახსენებთ, რომ შალვა მამუკაშვილი და ნემანი ნადოლო თანაგუნდელები არიან. სამწუხაროდ, ფიჯის ნაკრებში კორონავირუსი დაფიქსირდა, რის გამოც ფიჯელები შემოდგომის ერთა თასზე თამაშს ვერ ახერხებენ. 'მფრინავი ფიჯელების' სამივე მატჩი ჯგუფურ ეტაპზე გაუქმდა.

გამოკითხვა

რამდენი ქულით მოიგებს უელსი?

  • 27,5 ქულაზე მეტით
  • 27,5 ქულაზე ნაკლებით

 

კომენტარები

ბოლო ამბები