Thumbnail

'მათი გაოცებული სახეები, ჩვენი სიხარულის ცრემლები' - ლანჩხუთის ემოციური პოსტი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია: ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და პლეი ოფში გავიდა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა ყაზახურ ოკჟეტპესს 2:1 სძლია, რის შემდეგაც რუმინული კლუჟი 1:0 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლანჩხუთი რუმინეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა. ცოტა ხნის წინ, კლუბმა ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ისტორიული გამარჯვების ემოციებია გადმოცემული.

"უფ, ეს რა იყო! საფინალო სასტვენი, მასპინძელთა გაოცებული სახეები და ჩვენი გოგონების სიხარულის ცრემლები - ასეთი იყო 2020 წლის 19 ნოემბრის ისტორიული მატჩის ფინალი რუმინეთის ქალაქ კლუჟში, ამ მოვლენის მნიშვნელობა შეიძლება ბოლომდე ვერც კი გავაცნობიერეთ, მაგრამ ერთი რამ იყო ძალიან ცხადი - შევძელით, გაგვეხარებინა ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველ ასეთ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის, მოლოცვებისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს პატარა ლანჩხუთს, სადაც დიდი და პატარა ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა."

უფ, ეს რა იყო! საფინალო სასტვენი, მასპინძელთა გაოცებული სახეები და ჩვენი გოგონების სიხარულის ცრემლები - ასეთი იყო 2020...

Posted by ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti on Friday, November 20, 2020

ლანჩხუთის მეტოქე 1/16 ფინალში 24 ნოემბერს, წილისყრის შედეგად გამოვლინდება. ქართული გუნდი განუთესავთა შორისაა და სავარაუდო მეტოქეებს შორის ქალთა ფეხბურთის არაერთი გრანდია - მათ შორის, ლიონი, ბარსელონა, პსჟ და ვოლფსბურგი.

📺 ჭყონიას გოლი და გამარჯვების ემოციები

 

კომენტარები

ბოლო ამბები