Thumbnail
  • მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს ფიფა წლის საუკეთესოს მაინც გამოავლენს
  • ვირტუალური ცერემონია დეკემბერში დაიგეგმა

ფიფამ გადაწყვიტა, 2020 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც გამოავლინოს! როგორც დღეს ოფიციალურად დადასტურდა, The Best FIFA Football Awards 2020 დეკემბერში გაიმართება. ეს იქნება ვირტუალური ღონისძიება, რომელიც 17 დეკემბერს შედგება.

შარშან, წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, საუკეთესო ქალი მოთამაშე კი - მეგან რაპინო. საუკეთესო მამაკაც მწვრთნელად ერთი წლის წინ იურგენ კლოპი დასახელდა. წელს ფავორიტი ბაიერნის პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც კორონა-წელიწადში შეუდარებელი იყო.

ლევანდოვსკიმ 2020 წელს ყველაფერი მოიგო

17 დეკემბერს ჯამში 11 ჯილდო გაიცემა: საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მწვრთნელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მეკარე, მსოფლიო ნაკრები ქალებსა და მამაკაცებს შორის, ასევე ფეარპლეის პრიზი, პუშკაშის სახელობის პრიზი ულამაზესი გოლისთვის.

მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ნაკრები გუნდების კაპიტნებთან და მწვრთნელებთან ერთად, ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობას 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ფანებიც მიიღებენ. გამოკითხვა 25 ნოემბერს იწყება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოკითხვა

გაუტანს ლევანდოვსკი ვერდერს?

  • კი
  • არა

 

კომენტარები

ბოლო ამბები