Thumbnail
  • 📅 21 ნოემბერი | ⌚ 21:30 | ⚽ ტოტენჰემი V მანჩესტერ სიტი
  • ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოურინიო და გვარდიოლა ხვდებიან
  • ტოტენჰემი კარგ ფორმაშია, მანჩესტერ სიტის საკადრო პრობლემები აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

სანაკრებო პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგა მე-9 ტურის შეხვედრებით განახლდება, რომლის ცენტრალური დაპირისპირება ლონდონში, ტოტენჰემის სტადიონზე ჩატარდება - "დეზები" მანჩესტერ სიტის უმასპინძლებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ტოტენჰემი
  • ფრე
  • სიტი

მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი, მინიმუმ TOP4-ში მოხვედრის რეალური პრეტენდენტია და გულშემატკივარს წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა ელის. ყველაფერთან ერთად საყურადღებოა ის, რომ ერთმანეთის პირისპირ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და გამორჩეული სპეციალისტები, ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლა წარსდგებიან - წელს მეორედ. მათი ბოლო დუელი თებერვალში შედგა და მაშინ "დეზებმა" ანგარიშით 2:0 მოიგეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა... 

ტოტენჰემი

"დეზებმა" ჯერ კიდევ სანაკრებო პაუზის დადგომამდე შეძლეს ფორმაში შესვლა და პრემიერლიგაში ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციამდე აღზევდნენ. ახლა მოურინიოს გუნდი ლიდერ ლესტერს სულ ქულით ჩამორჩება.

საყურადღებოა, რომ მოურინიოს შეგირდები არაჩვეულებრივად შედეგიანად თამაშობენ - გოლს ყველგან და ყოველთვის იტანენ: ჰარი კეინისა და სონ ჰინ მინის წყვილი ახალ სიმაღლეზე ავიდა, ნელ-ნელა ფორმაში დგება გარეტ ბეილიც. ჩემპიონატში გუნდმა უკვე 19 გოლი შეაგდო, რაც 90 წუთში თითქმის 2.5 გოლს უდრის.

საერთაშორისო მატჩებით გამოწვეულმა შესვენებამ ტოტენჰემში საკადრო მდგომარეობაზე ცუდად არ იმოქმედა. პირიქით, რამდენიმე მოთამაშეს ოქტომბერ-ნოემბრის დატვირთული მონაკვეთის შემდეგ, აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ტრავმების მოშუშება მხოლოდ ორმა ვერ შეძლო - ტანგანგამ და ლამელამ, ახალწვეულ მცველ დოერტის კი კორონავირუსი აღმოაჩნდა და გარკვეული პერიოდის გატარება თვითიზოლაციაში მოუწევს. 

სონ ჰინ მინი (8) და ჰარი კეინი (7 გოლი) პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა შორის არიან

მანჩესტერ სიტი

"ქალაქელები" ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ იმ თამაშის ჩვენებას, რომელსაც მისგან გულშემატკივარი ელოდება - მოკრძალებულ მოგებებს ფრეები ცვლის. გვარდიოლას შეგირდები ცხრილში მხოლოდ მე-10 პოზიციას იკავებენ და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩებიან (თუმცა, ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვთ).

საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან გამარჯვება სიტის თავდაჯერებას შემატებდა, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა კიდევ უფრო რთული იქნება იმ საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, რომელიც გვარდიოლას აქვს. 

იდეალურად ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს ფორვარდი სერხიო აგუერო, შეტევის მეორე ლიდერმა რაჰიმ სტერლინგმა კი ტრავმა ინგლისის ნაკრებში მიიღო და დიდი ალბათობით, შაბათს მოედანზე ვერ გავა. გვარდიოლას ასევე არ უნდა ჰქონდეს მცველების: ნათან აკესა და ბენჟამენ მენდის, ნახევარმცველი ფერნანდინიოს იმედი. 

ახლახან გვარდიოლამ სიტისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა

საინტერესო ფაქტები

⚽ ლონდონის ტოტენჰემმა ინგლისის ჩემპიონატში ბოლო სამივე შეხვედრა მოიგო.

⚽ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბოლო სამივე მატჩში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

⚽ ტოტენჰემს ინგლისის ჩემპიონატში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 5 მოგება, 2 ფრე.

⚽ ყველა ტურნირში დეზების ბოლო 3 საშინაო მატჩში სიტისთან  2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 2 მოგება, 3 ფრე.

⚽ სიტი უფრო კარგად სტუმრად თამაშობს - 6-მატჩიანი წაუგებელი სერია (4 მოგება, 2 ფრე).

⚽ ამ 5 მატჩში გვარდიოლას ფეხბურთელებო ერთზე მეტი გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. 

⚽ პრემიერლიგაში მანჩესტერ სიტის ბოლო 5 თამაშში 2.5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.
 
⚽ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 12 შეხვედრიდან 11 არ წააგო.

⚽ ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო 6 მატჩიდან 5-ში პირველ ტაიმს მანკუნიანელები იგებდნენ.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, დაიერი, რეგილონი - სისოკო, ჰოიბგერგი - ბეილი, ლო ჩელსო, მინი - კეინი.

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელო - დე ბრუინი, როდრიგო, გიუნდოგანი - ტორესი, ჟეზუში, ფოდენი.  

კომენტარები

ბოლო ამბები