Thumbnail

‘ურთულესი კვირები გადავიტანე’ - ტოტიმ კორონავირუსი დაამარცხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანჩესკო ტოტი კორონავირუსისგან განიკურნა
  • ლეგენდარულმა იტალიელმა კოვიდ-19 მძიმედ გადაიტანა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაცია რომას 44 წლის ლეგენდამ თვითონ, სოციალურ ქსელში გაავრცელა. ტოტის კოვიდ-19 2 ნოემბრის შემდეგ, საკმაოდ რთულ ფორმებში ჰქონდა. კორონავირუსი მას ორივე ფილტვის მწვავე ანთებაში გადაეზარდა. საბედნიეროდ, ფრანჩესკომ ვირუსის დამარცხება შეძლო.

“გამოვჯანმრთელდი და უდიდეს შვებას ვგრძნობ, - წერს ტოტი ფეისბუქში, ტვიტერსა და ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტებში, - “ეს დღეები ადვილი არ იყო. მაღალ ტემპერატურას ვერაფერს ვუხერხებდი და არაფრის ძალა არ მქონდა.”

გამოკითხვა

გაუტანს რონალდო კალიარის?

  • კი
  • არა

ტოტი ასევე წერს, რომ კორონავირუსზე დადებითი დიაგნოზი მისთვის “გულში მიყენებული ჭრილობასავით” იყო. როგორც იცით, ოქტომბერში ფრანჩესკოს მამა სწორედ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.

“საბედნიეროდ, დიაგნოზი მალევე დამისვეს და სახლში ვმკურნალობდი. ორი ურთულესი კვირა გადავიტანე. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა,” - დასძენს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი პოსტებში და ექიმებს ყველაფრისთვის მადლობას უხდის.

კომენტარები

ბოლო ამბები