Thumbnail
  • დიეგო გოდინი იზოლაციაში გადაიყვანეს
  • კალიარის იუვენტუსთან გუნდის ლიდერი გამოაკლდა

იტალიური კალიარის ვეტერანი მცველი დიეგო გოდინი კორონავირუსითაა ინფიცირებული. როგორც სარდინიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ურუგვაის ნაკრებიდან დაბრუნებული გოდინის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

მას არ ჰქონია კონტაქტი გუნდის დანარჩენ წევრებთან და პასუხის მიღებისთანავე იზოლაციაში გადაიყვანეს. ამგვარად, სამხრეთამერიკელი სერია A-ს უახლოეს ტურში ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

გამოკითხვა

გაუტანს რონალდო კალიარის?

  • კი
  • არა

კალიარის ამ შეხვედრაში კიდევ ერთი ურუგვაელი ფეხბურთელი, ნათან ნანდესი ვერ დაეხმარება. მისი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, მაგრამ ვინაიდან გოდინთან კონტაქტი ჰქონდა, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისიც ამ ეტაპზე იზოლაციაში დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ სანაკრებო შეკრებისას ურუგვაის ნაკრებში კორონავირუსი თავდაპირველად ატლეტიკოს ფორვარდ ლუის სუარესს დაუდასტურდა და გოდინი ურუგვაის ნაკრების მე-16 წევრია, ვისაც COVID-19 აღმოაჩნდა. იუვენტუსისა და კალიარის მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები