Thumbnail

ლიონი, პსჟ, ბარსელონა - ლანჩხუთის სავარაუდო მეტოქები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლანჩხუთის სავარაუდო მეტოქეები 1/16-ფინალში
  • ქართული გუნდი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს შეხვდეს

ქართულმა ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გოგონებმა ჯერ ყაზახურ ოკჟეტპესს 2:1 სძლიეს, რის შემდეგაც რუმინული კლუჟი 1:0 დაამარცხეს და ძირითად ბადეში მოხვდნენ, სადაც განუთესავები არიან და საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირება მოუწევთ.

ლანჩხუთის სავარაუდო მეტოქეები 1/16-ფინალში უკვე ცნობილია. შესაძლოა, ქართულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ფრანგული ლიონი შეხვდეს, ან შარშანდელი ფინალისტი ვოლფსბურგი. წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 8-9 დეკემბერს ჩატარდება. გუნდები საპასუხო შეხვედრებს ერთ კვირაში გამართავენ.

ლანჩხუთის სავარაუდო მეტოქეები: ლიონი (საფრანგეთი), ვოლფსბურგი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი), პსჟ (საფრანგეთი), ბაიერნი (გერმანია), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), სლავია (ჩეხეთი), ჩელსი (ინგლისი), როსენგარდი (შვედეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), ფორტუნა ჰიორინგი (დანია), ბრონდბიუ (დანია), კვინერი (ნორვეგია), კაზიგიურტი (ყაზახეთი), გლაზგო სიტი (შოტლანდია), ციურიხი (შვეიცარია).

კომენტარები

ბოლო ამბები