Thumbnail

ზედიზედ მეორედ - შოთა არველაძემ ფახთაქორი ისევ გააჩემპიონა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ტაშკენტის ფახთაქორი უზბეკეთის 2020 წლის ჩემპიონი გახდა. შოთა არველაძის გუნდმა საჩემპიონო ტიტული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა. ტაშკენტელთა ერთადერთი კონკურენტი ნასაფ ქარში სტუმრად სოგდიანასთან 1:3 დამარცხდა და ფახთაქორი მიუწვდომელი გახდა.

არველაძის გუნდმა ზემოხსენებული მატჩის შემდეგ ჩაატარა თავისი თამაში და შინ კოკანდი დაამარცხა (2:1). შედეგად 59 ქულა აქვს, ხოლო ნასაფ ქარშის 46 და ვინაიდან სეზონის ბოლომდე მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელი გახდა.

შედეგად, არველაძემ ზედიზედ მეორედ მოაგებინა ფახთაქორს უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული. 47 წლის ქართველი სპეციალისტი ტაშკენტურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობს და გასულ სეზონში შოთას ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად თასიც და ლიგის თასიც მოიგო.

"ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ!" - წერს შოთა არველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Champions of Uzbekistan

ზედიზედ მეორედ - ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! 🏆 ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ! ✊❤ We are the Champions of Uzbekistan for the second time in a row! 🏆 Thank you to this team as well, as they were always by my side. Thank you for your support, for believing in our abilities. I think not only Pakhtakor’s supporters but all Uzbeks have to be proud of our team. Pakhtakor has been the most complete team in the championship. Proud of my team 🙏#Pakhtakor #Champions #Pakhtakorlions #SuperLeague2020

Posted by Shota Arveladze on Friday, November 20, 2020

📌 ფახთაქორი ისტორიაში მე-13-ედ გახდა ჩემპიონი. არველაძეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე აკავშირებს და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა დაკავებულ პოსტზე.

წაიკითხე ვაისის 5 წელიწადი - რა ვერ გააკეთა და რა უნდა მოხდეს ახლა

 

კომენტარები

ბოლო ამბები