Thumbnail

ფენერბაჰჩეს გულშემატკივრებმა ბეშიქთაშის მწვრთნელ შენოლ გიუნეშს თავი გაუტეხეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინციდენტი თურქეთის თასის ნახევარფინალში.
  • ფენერბაჰჩესა და ბეშიქთაშის მატჩი 59-ე წუთზე შეწყდა.

თურქეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ფენერბაჰჩემ საკუთარ მოედანზე ბეშიქთაშს უმასპინძლა. პირველი მატჩი "ვოდაფონ სტედიუმზე" 2:2 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა სკანდალური აღმოჩნდა. ფენერის გულშემატკივრებმა, ბეშიქთაშის 65 წლის მწვრთნელს, შენოლ გიუნეშს თავი გაუტეხეს.

შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, მეტე კალკავანმა მატჩის 30-ე წუთზე ბეშიქთაშის ფეხბურთელი პეპე გააძევა მინდვრიდან.

გიუნეშს ტრიბუნიდან ნასროლი სკამი მოხვდა. შენოლს თავზე ხუთი ნაკერი დაადეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მატჩი შეწყდა, ინციდენტს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა შეხვედრა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები