Thumbnail

ტოჩინოშინმა წაგებული ბრძოლა შემოატრიალა - მიზნამდე 1 მოგებაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა იაპონელი ოკინოუმი იორიკირით დაამარცხა
  • ტოჩინოშინს მომდევნო ორთაბრძოლა ბრაზილიელ კაისეისთან ელის

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და მიზნამდე 1 მოგებაღა აშორებს.

ტოჩინოშინი, რომელიც ნოემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს, მარცხთან ძალიან ახლოს იყო. 35 წლის იაპონელმა დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ოკინოუმიმ ქართველი სეკიტორი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა, 33 წლის ტოჩინოშინმა კონტრიერიში წამოიწყო და იორიკირით იმარჯვა.

ახლა, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 7 მოგება და 6 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დადებითი ბალანსისთვისა და შესაბამისად, წოდებაში დაწინაურებისთვის, დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.

ტოკიოს სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინის მეტოქე გამოცდილი ბრაზილიელი კაისეი იქნება, რომელთანაც ქართველ სუმოისტს დაპირისპირების დიდი გამოცდილება გააჩნია და ურთიერთშეხვედრებში 12:8-ს უგებს.

📺 ტოჩინოშინი V ოკინოუმი

კომენტარები

ბოლო ამბები