Thumbnail

ორივე თანახმაა - პორიე და მაკგრეგორი მომავალ წელს იჩხუბებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დასტინ პორიე და კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს კარიერაში მეორედ შეხვდებიან
  • მებრძოლები ერთმანეთს 23 იანვარს დაუპირისპირდებიან

UFC-ს მოყვარულებს 2021 წლის 23 იანვარს დიდი ბრძოლა ელით. ხაბიბ ნურმაგომედოვის დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, ქომაგთა უმეტესობას აინტერესებს, ვინ იქნება მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი და ვის დარჩება ქამარი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ წონაში ერთმანეთს დასტონ პორიე და კონორ მაკგრეგორი შეხვდებიან. ორივე მებრძოლი ერთმანეთთან ჩხუბზე თანახმაა. როგორც პრესაში წერენ, მათ კონტრაქტებს ხელი უკვე მოაწერს. ეს ბრძოლა მომავალ წელს შედგება. 2021 წლის 23 იანვარს პორიე და მაკგრეგორი ერთმანეთს ოქტაგონზე მეორედ შეხვდებიან. მათ პირველად 2014 წელს იჩხუბეს, როდესაც კონორმა მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები