Thumbnail
  • კლეი ტომპსონის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
  • ის ზედიზედ მეორე სეზონს გამოტოვებს

გუშინ ლოს ანჯელესში ორმხრივი თამაშისას მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა გოლდენ სტეიტ უორიორსის კლეი ტომპსონისთვის. NBA-ს ვარსკვლავი მთლიანად გამოტოვებს მომდევნო სეზონს - ამის შესახებ ESPN-ის ედრიენ ვოინაროვსკი იტყობინება. 

30 წლის ტომპსონმა აქილევსის მყესი დაიზიანა. შეგახსენებთ, რომ კლეიმ გასული სეზონი მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო გამოტოვა. ტომპსონი 2011 წლიდან გოლდენ სტეიტის ღირსებას იცავს და NBA-ს 3-გზის (2015, 2017, 2018) ჩემპიონი და ოლ სტარის 5-გზის მონაწილეა. კლეი აშშ-ს ნაკრებში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანიცაა.

ორი წლის განმავლობაში კლეი ტომპსონი ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო, მსროლელს ქართველთან მას მერე ახლო მეგობრობა აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში საკალათბურთო და ბიზნეს კონსულტანტად მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები