Thumbnail
  • 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა უნიკალური შანსი გაუშვა ხელიდან
  • საქართველოს ნაკრების ციფრები და საინტერესო ფაქტები

2020 წელს საქართველოს ნაკრებს უნიკალური შანსი მიეცა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოეპოვებინა. ამისთვის ევრო 2020-ის პლეი ოფის ორი მატჩის მოგება იყო საჭირო თბილისში. ეს მატჩები მარტის მიწურულს 4-დღიანი ინტერვალით უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ სპორტული სამყაროს გეგმები არია. შედეგად, ნახევარფინალი ვლადიმირ ვაისის გუნდმა კი მოიგო ოქტომბერში, მაგრამ ნოემბერში ფინალი დათმო და საგზურის გარეშე დარჩა. ორივე მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაყურებლის დასწრება უეფას ჩვენთვის არ აუკრძალია.

თორნიკე ოქრიაშვილმა ნაკრების 7 გოლიდან 3 გაიტანა

ამ უმნიშვნელოვანესი მატჩების გარდა საქართველოს ნაკრებმა მეორე სეზონი ჩაატარა უეფას ახალ ტურნირ ერთა ლიგაზე. C დივიზიონში გადასული ნაკრები 4-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილს დასჯერდა და მომავალ სეზონსაც ამ დივიზიონში გაატარებს. თუმცა 55 ქვეყანას შორის, საქართველოს ნაკრები უკანასკნელი გუნდი გახდა, ვინც თამაში წააგო, ეს მხოლოდ მეორე სეზონის ბოლოსწინა ტურში მოხდა, წინა დღით წააგო მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ და დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველო დარჩა.

2020 წელს საქართველოს ნაკრებმა (სექტემბერ-ნოემბერში) 8 მატჩი გამართა, მოიგო 2, წააგო ამდენივე, 4 ფრედ დაასრულა, გაიტანა 7 და მიიღო ამდენივე გოლი. სრული თანაფარდობა, რომელმაც ნაკრებს ვერც ევროს და ვერც B დივიზიონის საგზური მოუტანა. 8 თამაშში 7 გოლი ძალიან ცოტაა, თანაც აქედან ღია თამაშიდან 4 გავიდა, 3 კი პენალტით. მოკლედ, საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლი შეტევა და გოლების გატანა იყო. ნაკრების კარში 7 გოლი გავიდა, აქედან 2 პენალტით. 

საინტერესო ფაქტები

📌 ორივე ტურნირში ჯამში 31-მა ფეხბურთელმა ითამაშა

📌 მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა ითამაშა რვავე მატჩი.

📌 წუთების მიხედვით ყველაზე მეტი კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ითამაშა - 616.

📌 ყველაზე ცოტა ითამაშა ბექა მიქელთაძემ - 15 წუთი ორ მატჩში.

📌 სულ 4-მა ფეხბურთელმა მოახერხა გოლების გატანა: ოქრიაშვილი - 3, კაჭარავა - 2, კვარაცხელია, ყაზაიშვილი - 1.

📌 4 საგოლე პასი 4 ფეხბურთელის ანგარიშზეა: კვარაცხელია, შენგელია, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი.

📌 ქვილითაიამ და კანკავამ 3-3 ყვითელი ბარათი მიიღეს.

📌 მატჩში საუკეთესო შეფასება 2-ჯერ ჰქონდა კვარაცხელიას, თითოჯერ ოქრიაშვილს, ტაბიძეს და ყაზაიშვილს.

📌 ხვიჩა კვარაცხელიას საშუალო შეფასება (whoscored.com) - 7.51, თორნიკე ოქრიაშვილი - 7.35. შემდეგ მოდიან: ოთარ კაკაბაძე - 7.12, გიორგი ჩაკვეტაძე - 7.10, ჯაბა კანკავა - 7.02, ვაკო ყაზაიშვილი - 6.92, ნიკა კვეკვესკირი - 6.91

📌 ხვიჩა კვარაცხელია - საშუალოდ 4.65 დრიბლინგი მატჩში.

ნაკრების ფეხბურთელების სტატისტიკა 2020 წელს

მეკარეები: გიორგი ლორია (6 (6 ძირითადში) თამაში), გიორგი მაკარიძე (2 (2) თ).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (5 (5) თ), საბა კვერკველია (5 (5) თ), დავით ხოჭოლავა (5 (4) თ), ჯაბა ჯიღაური (5 (4) თ), გურამ კაშია 3 (3) თ), ლაშა დვალი (3 (3) თ), გია გრიგალავა (3 (2) თ), გიორგი ნავალოვსკი (3 (2) თ), ჯიმი ტაბიძე (3 (2) თ), მამუკა კობახიძე (2 (1) თ), ნიკა მალი (1 (1) თ). 

ნახევარმცველები: ნიკა კვაკვესკირი (8 (6 ძირ.) თამაში), ჯაბა კანკავა (7 (7) თ), ვაკო გვილია (5 (4) თ), გიორგი აბურჯანია (3 (2) თ), ბუბა დაუშვილი (2 (1) თ), ოთარ კიტეიშვილი (2 (2) თ).

შემტევი ნახევარმცველები: ვაკო ყაზაიშვილი (6 (5 ძირ.) თამაში, 1 გოლი), საბა ლობჟანიძე (6 (2) თ), თორნიკე ოქრიაშვილი (5 (4) თ, 3 გ), ხვიჩა კვარაცხელია (4 (3) თ, 1 გ), ზურიკო დავითაშვილი (4 (3) თ), გიორგი პაპუნაშვილი (3 (0) თ), ლევან შენგელია (3 (1) თ), გიორგი ჩაკვეტაძე (2 (1) თ).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (7 (4 ძირ.) თამაში, 2 გოლი), ელგუჯა ლობჯანიძე (4 (1) თ), გიორგი ქვილითაია (4 (2) თ), ბექა მიქელთაძე (2 (0) თ).

კომენტარები

ბოლო ამბები