Thumbnail
  • საქართველო 11:1 ჰონკონგი
  • ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა 5 შაიბა და 4 საგოლე პასი მიითვალა
  • ოლივერ ობოლგოგიანმა 4 შაიბა და 2 ასისტი მიითვალა

კეიპტაუნში ჰინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება III დივიზიონის გუნდებს შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

ჩვენ გუნდს სამიდან სამი მოგება აქვს, მას მერე, რაც ჰონკონგი 11:1 გაანადგურა!

► საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების შანსები | ინტერვიუ მიხეილ დავითაშვილთან

თავიდანვე გამოჩნდა, რომ კლასში დიდი სხვაობაა. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ეპიზოდი იყო, როცა 2:0-ზე ჩვენი გუნდს ორი კაცი გაუძევეს, მაგრამ ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა მეტოქეს აქეთ გაუტანა ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ. ამ ბიჭმა პირველ პერიოდში პოკერის შესრულება შეძლო! მხოლოდ პირველი გოლი იყო სხვის ანგარიშზე - თავი ივან შვეცოვმა გამოიჩინა. 

ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი - 5 გოლი, 4 ასისტი

ოლივერ ობოლგოგიანი - 4 გოლი, 2 ასისტი

მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით, 3:0 მოიგო. ორი შაიბა ოლივერ ობოლგოგიანმა გაიტანა, ერთი ჟუჟუნაშვილმა. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მცველი არტიომ კურბატოვი დაასახელეს.

ბოლო პერიოდიც 3:0 დასრულდა, ობოლგოგიანმა კიდევ ორი შაიბა გაიტანა და პოკერი შეასრულა, ერთი გოლიც მიხაილ შალუნოვის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები ჰიმნის შესრულებისას (ვიდეო)

20 აპრილს საქართველოს ნაკრები მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, მატჩი 22 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 6-გუნდიანი ჯგუფის გამარჯვებული გაისად მეორე დივიზიონში გადავა. მიზნამდე ნაკრებს ორი მოგებაღა აშორებს, სამხრეთ აფრიკასთან და ტაივანთან (22 აპრილს).

საქართველო 11:1 ჰონკონგი (ვიდეო)

კომენტარები

ბოლო ამბები