Thumbnail
  • ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერთან დამარცხდა
  • საღამოს ბლოკში ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იქნება

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაწყებულ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვაჟა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან ვაზარით დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა რუსი მიხაილ პულიაევის იპონით ძლევით დაიწყო.

მან ასევე წმინდად სძლია რუმინელ ლუჩიან ბორს დუმიტრესკუს, მეოთხედფინალის დამატებით დროში კი, ვაზარით ფრანგ კილიან ლე ბლუშს აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ვაჟას მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იქნება.

📺 ვაჟა მარგველაშვილი V ტალ ფლიკერი

სამწუხაროდ, მალევე დაასრულეს ასპარეზობა დღეს ტატამიზე გასულმა სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ.) პირველივე ორთაბრძოლა დათმო ბულგარელ იანისლავ გერჩევთან, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ჩეხ ვერა ზემანოვას ვერ გაუმკლავდა, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა აზერბაიჯანელ გულტაჯ მამადალიევას კი მოუგო, თუმცა, ესპანელ ანა პეტრეზ ბოქსს ვეღარ გაუმკლავდა.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი სტარტს 21:00 საათზე აიღებს და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები