Thumbnail

'ოცნების ასრულება არ გამოვიდა' - ნავალოვსკიმ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ბოლო სამი მატჩისთის ბოდიში მოიხადა. დინამო ბათუმის ფეხბურთელმა დაწერა, რომ გუნდი ძალიან ახლოს იყო თითოეული ქართველის ოცნების ასრულებასთან, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდათ.

გიორგი ნავალოვსკი: "დასრულდა სანაკრებო შეხვედრები. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თითოეული თქვენგანის, ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობელი ადამიანების ოცნებების ასრულება, რის გამოც ბოდიშს გიხდით. ასე ახლოს ამ მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არ გამოვიდა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ჩვენი სჯეროდათ და ამ პერიოდში მიუხედავად ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვისა, მაინც ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ და უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენეს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ესტონეთთან მატჩი 2020 წელს ბოლო იყო. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 2021 წლის მარტში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარებენ. მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია - ჯგუფური ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერსაა დაგეგმილი.

📺 საქართველო v ესტონეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები