Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტმა პრაღაში სახელოვანი მეტოქე დაამარცხა
  • დღეს ტატამიზე საქართველოს ნაკრების კიდევ 3 წევრი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატში პირველი ვაჟა მარგველაშვილი ჩაება და საწყის რაუნდშივე ხმაურიანი გამარჯვება იზეიმა.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარგველაშვილმა რუს მიხაილ პულიაევთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და “გოლდენ სქორის” პირველივე წამებზე მეტოქე იპონით დასცა.

პულიაევის დამარცხება იოლი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც ის წონის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. მიხაილი მსოფლიოს ჩემპიონატების 3-გზის ვერცხლის პრიზიორია, ევროპის ჩემპიონატებზე 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს მოპოვებული და არაერთი მედალი აქვს აღებული გრანდ სლემისა და გრან პრის რანგის ტურნირებზეც.

ცნობილია, რომ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის პირველობის მერვედფინალში მარგველაშვილის მეტოქე რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუ იქნება. ამ უკანასკნელმა საწყის ორთაბრძოლაში ჰოლანდიელ ივო ვერჰორსტერტს ვაზარით აჯობა.

დღესვე, ტატამიზე საქართველოს ნაკრების კიდევ 3 წარმომადგენელი გავა: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები