Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა ესტონეთთან 0:0 ფრით დაასრულა. გუნდმა 7 ქულა მოაგროვა და C დივიზიონის მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, 2022/23 წლების სეზონსაც ნაკრები ამ დივიზიონში გაატარებს. გთავაზობთ ესტონელთა მატჩის სტატისტიკას, საინტერესო ფაქტებსა და მოთამაშეთა შეფასებებს...

საქართველოს ნაკრებმა 2020 წელი უიღბლოდ დაასრულა

ციფრები

⚽ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი აბსოლუტურ თანაფარდობაში დაასრულა: 1 მოიგო, 4 ფრე და 1 წააგო, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე გაუშვა.

⚽ კარისკენ (კარში დარტყმა): 12-4 (2-0)

⚽ კუთხურები: 3-3

⚽ თამაშგარე: 0-1

⚽ ბურთის ფლობა: 68%-32%

⚽ პასები (ზუსტი): 696 (607)-273 (184)

⚽ გაფრთხილება: 1-3

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრების მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაგრძელდა (3 ფრე, 2 წაგება).

📌 ნოემბრის სანაკრებო პაუზისას გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა (3 თამაში).

📌 საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 3 თამაში ვერ მოიგო შინ.

📌 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა 8 თამაშში 7 გოლი გაიტანა.

📌 ამ 7 გოლიდან 3 პენალტზე მოდის.

📌 2020 წელს ნაკრების ბომბარდირი თორნიკე ოქრიაშვილი იყო (3 გოლი), ნიკა კაჭარავა (2), ხვიჩა კვარაცხელია და ვაკო ყაზაიშვილი (1-1). 

📌 საქართველოს ნაკრებმა კარი მშრალად 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ პირველად შეინახა.

📌 2020 წელს 8-დან 2 მატჩში საქართველოს ნაკრებმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

📺 საქართველო v ესტონეთი [მიმოხილვა]

whoscored.com-მა ტრადიციულად, შეაფასა ფეხბურთელების თამაში ერთა ლიგის მორიგ მატჩში. შეგახსენებთ, რომ ეს საიტი დეტალურ სტატისტიკას ფლობს თითოეული ფეხბურთელის ქმედებაზე და შეფასებსაც ამის მიხედვით აქვეყნებს. ესტონეთთან უფერული თამაშის საუკეთესო ფეხბურთელებად საიტმა განაპირა მცველები ოთარ კაკაბაძე და ჯიმი ტაბიძე (7.4 ქულა) დაასახელა. 7.2 შეფასება მიიღეს ვაკო ყაზაიშვილმა და ესტონელმა იოონას ტიმმა, 7.1 - გურამ კაშიამ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები

ლორია - 6.4
კაკაბაძე - 7.4; კაშია - 7.1; ხოჭოლავა - 6.6; ტაბიძე - 7.4
კვეკვესკირი - 6.6; კანკავა - 7.0
დავითაშვილი - 6.1; ყაზაიშვილი - 7.2; ლობჟანიძე - 6.4
კაჭარავა - 6.6
სათადარიგოები: ლობჯანიძე - 6.2; მიქელთაძე - 6.1; პაპუნაშვილი 6.3; გრიგალავა - 6.9

კომენტარები

ბოლო ამბები