Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ბოლო ტურის მატჩები ორ ჯგუფში გაიმართა. მე-2 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა, გამარჯვება ესპანელი ხოაკინ კაპაროსის გაწვრთნილმა სომხეთის ნაკრებმა იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო (1:0).

სომხეთის ნაკრებმა ჩვენი ჯგუფი დამსახურებულად მოიგო

სომხეთის ნაკრებმა, რომელსაც მთავარი ვარსკვლავი ჰენრიხ მხითარიანი კვლავაც ვერ ეხმარებოდა და კვიპროსში მასპინძლის სტატუსით თამაშობდა, ჩრდილოეთ მაკედონია ოგანეს ამბარცუმიანის გოლის წყალობით დაამარცხა.

ჩვენმა მეზობლებმა ჯგუფი 11 ქულით მოიგეს და ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდნენ. მეორე ადგილზე კი ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა (9), მესამეზე - საქართველოს ნაკრები (7), რომელმაც ბოლო ტურში შინ ესტონეთს (3) ვერ აჯობა. ეს უკანასკნელი C დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში იბრძოლებს.

მე-2 ჯგუფი

სომხეთი 1:0 ჩრდ. მაკედონია

გოლი: 1:0 ამბარცუმიანი (55’).

საქართველო 0:0 ესტონეთი

მე-4 ჯგუფში გამარჯვება ალბანეთის ეროვნულმა ნაკრებმა (11 ქულა) იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში შინ ბელარუსს (10) ანგარიშით 3:2 სძლია და B დივიზიონში აინაცვლა. ამ ჯგუფში ბოლო ადგილი ყაზახეთმა (4) დაიკავა, რომელმაც შინ ლიეტუვასთან (8) ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და კაცნაკლულმა საბოლოოდ ანგარიშით 1:2 წააგო. ყაზახები C დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში ითამაშებენ.

მე-4 ჯგუფი

ალბანეთი 3:2 ბელარუსი

გოლები: 1:0 ციკალეში (20), 2:0 ციკალეში (27-პენ), 2:1 სკავიში (35), 3:1 მანაი (44), 3:2 ებონგი (80)

ყაზახეთი 1:2 ლიეტუვა

გოლები: 1:0 აიმბეტოვი (38), 1:1 ვორობიოვასი (40), 1:2 ნოვიკოვასი (90+4)

კომენტარები

ბოლო ამბები