Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. 

მატჩის შემდეგ ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულაიდმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კარელ ვულაიდი (ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და დღეს ბურთს აკონტროლებდა. ჩვენ გვსურს უფრო მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ რესურსიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვართ შედეგით. განსაკუთრებით დაცვაში ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს შედეგი კარგი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, ჩემთან ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდნენ, არ ვიცი, ესტონეთის ნაკრებში ჩემი მომავალი როგორი იქნება. ფაქტია, კონტრაქტი ამომეწურა და დანარჩენს მომავალში გავიგებთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ესტონეთთან მატჩი 2020 წელს ბოლო იყო. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 2021 წლის მარტში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარებენ, თუმცა მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია, ჯგუფური ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერსაა დაგეგმილი.

📺 საქართველო v ესტონეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები