Thumbnail

რეალში დიდი ხნით - ფლორენტინო პერესმა სერხიო რამოსი დაითანხმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდელთა კაპიტანმა და პრეზიდენტმა ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკეს
  • 34 წლის მცველი სამეფო კლუბთან ხელშეკრულებას 2 წლით გაახანგრძლივებს
  • ფეხბურთელის გადაბირების იმედი პარი სენ-ჟერმენს ამაოდ ჰქონდა  

მადრიდის რეალის მცველი და კაპიტანი სერხიო რამოსი, დიდი ალბათობით, კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე მოლაპარაკება შეძლეს და შედეგად, 34 წლის ესპანელი ფეხბურთელის მადრიდული კარიერა კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება.

ამჟამად რამოსი და კლუბი მხოლოდ უმნიშვნელო ფინანსურ დეტალებს განიხილავენ. მოლაპარაკებების პროცესში კი პირადად რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია ჩართული. წერენ, რომ სერხიო და ფლორენტინო თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ ოფიციალურად წლის ბოლოს გამოაცხადებენ. 

პერესმა და რამოსმა საერთო ენა მაინც გამონახეს

შეგახსენებთ, რომ რეალი და რამოსი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ფეხბურთელს, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, შეთავაზებული ხელშეკრულების ვადის ხანგრძლივობა და ხელფასის კლების პერსპექტივა არ აკმაყოფილებდა. 

ამის გამო მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რამოსის გადაბირებით პარი სენ-ჟერმენი იყო დაინტერესებული, რომლიც თითქოს მზად იყო, ესპანელი მცველისთვის 3-წლიანი კონტრაქტი, წელიწადში 20 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით შეეთავაზებინა.

სერხიო რამოსი ნაკრებიდან კლუბში ტრავმით ბრუნდება

სერხიო რამოსი, რომელიც სევილიას აღზრდილია და თავის დროზე ამ კლუბში გამოდიოდა, მადრიდის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მასთან ერთად ჯამში 22 ტიტული მოიგო, აქედან ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მიმდინარე სეზონში სერხიომ მადრიდის რეალის ღირსება 10 მატჩში დაიცვა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები