Thumbnail

ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ლიგის სადებიუტო მატჩში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 19 წლის ქართველმა ხელბურთელმა თავი ხორვატიაში გამოიჩინა
  • ცხოვრებაძის მონპელიემ მინიმალური უპირატესობით იმარჯვა

19 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ევროპის ლიგაზე გამართულ სადებიუტო მატჩში 1 გოლი გაიტანა, მისმა მონპელიემ კი სტუმრად ხორვატიის ნექსე 23:22 დაამარცხა.

ფრანგული კლუბი მეტოქეს ქალაქ ნაშიცეს უმაყურებლო დარბაზში დაუპირისპირდა, ცხოვრებაძე კი მოედანზე 22-ე წუთზე გამოჩნდა და გამოსვლისთანავე, სწრაფი გარღვევის შედეგად გაიტანა. ამ გოლის წყალობით, მონპელიე 9:6 დაწინაურდა, ტაიმი კი 10:8 მოიგო. შესვენების შემდეგ, მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ და მატჩის ბოლოსკენ ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, თუმცა, უკანასკნელ წამებზე სტუმრებმა გადამწყვეტი ბურთი მაინც შეაგდეს. 

21 ნოემბერს მონპელიე საფრანგეთის ჩემპიონატში სტუმრად ეთამაშება ტრემბლეს, ხოლო 24 ნოემბერს მეორე თამაში აქვს ევროპის ლიგაში – თურქეთის ბეშიქთაშს მასპინძლობს.

ევროტურნირებზე ახლა ქართველი ქალი ხელბურთელების დროა. 20 და 22 ნოემბერს მედეა ჩოხელის გუნდი მაკედონიის კუმანოვო ორჯერ ითამაშებს უკრაინაში ლვოვის გალიჩანკას წინააღმდეგ. 21 და 22 ნოემბერს კი ქეთევან ვენეცკის ისტოგუ კოსოვოში ასევე ორჯერ უმასპინძლებს ბელარუსის ვიქტორია ბერესტიეს. ორივე წყვილის გამარჯვებული ევროპის თასის მერვედფინალში გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები