Thumbnail

8 ერი | იტალიასთან მატჩიც გაუქმდა - ფიჯი რთულ მდგომარეობაშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შემოდგომის ერთა თასის B ჯგუფში უკვე მეორე შეხვედრა გაუქმდა
  • ფიჯის ეროვნულ ნაკრებში 29 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ შემოდგომის ერთა თასზე, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მონაწილეობს, ერთი მატჩი გაუქმდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფიჯის ნაკრებმა ფრანგებთან თამაში ვერ მოახერხა, რის გამოც მათ 0:28 წაგება ჩაეთვალათ.

სამწუხაროდ, ფიჯელები ვერც იტალიასთან თამაშს ვერ ახერხებენ, რადგანაც მათ გუნდში COVID-19 29 მორაგბეს დაუდასტურდა. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, მჭიდრო კალენდრიდან გამომდინარე, ამ მატჩის ჩატარებას სხვა დროს ვეღარ შეძლებდნენ. მათი იმედი აქვთ, რომ ფიჯელი მორაგბეები მალე გამოჯანმრთელდებიან და უკვე ბოლო ტურის მატჩს მაინც ითამაშებენ, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება, როცა მათი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები