Thumbnail

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მე-6 ტურში გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან სტუმრად მისთვის უჩვეულო ანგარიშით 0:6 წააგო და ჯგუფში ჩარჩა. მატჩის შემდეგ თამაში იოახიმ ლიოვმა შეაფასა და თქვა, რომ შავი დღე იყო. თუმცა, გამოცდილი გერმანელი ფიქრობს, რომ მისი გუნდი სწორ გზას ადგას და თომას მიულერის, მატს ჰუმელსისა და ჟერომ ბოატენგის ნაკრებში დაბრუნებას არ გეგმავს.

იოახიმ ლიოვი: "ახლა ძნელია რამის ახსნა, ყველაფერი არასწორად მოხდა. მე-2 ტაიმში ვცდილობდით პერსონალურად გვეთამაშა, რომ მათზე ზეწოლა მოგვეხდინა, მაგრამ ესპანეთმა უკეთ ითამაშა, უფრო სწრაფად და ზუსტად. შანსი არ გვქონდა, შავი დღე იყო.

მიულერი, ჰუმელსი და ბოატენგი? ჩვენ აქამდეც ვთქვით, რომ ვენდობით გუნდში მყოფ ფეხბურთელებს და სწორ გზაზე ვართ. დღეს დავინახეთ, რომ ისე სწრაფად არ ვვითარდებით, როგორც ბოლო მატჩების შემდეგ ვფიქრობდით და იმედი გვქონდა, თუმცა ამ მოთამაშეებს მაინც ვენდობით. რა თქმა უნდა, მინდა ამ წაგებიდან გამოსავალი ვიპოვო, ეს ჩემი მოვალეობაა".

📺 ესპანეთი v გერმანია [მიმოხილვა]

გერმანიის ნაკრებმა A დივიზიონის მე-3 ჯგუფში 9 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და ოთხთა ფინალში ვერ გავიდა. გარდა ამისა, "ბუნდესნაკრებმა" ისტორიაში პირველად წააგო ოფიციალური მატჩი ანგარიშით 0:6.

კომენტარები

ბოლო ამბები