Thumbnail

უკრაინა კარანტინში - ერთა ლიგის თამაშის ჩატარება შეუძლებელი გახდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შვეიცარია-უკრაინა არ გაიმართება
  • სტუმართა გუნდი კარანტინში იმყოფება

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩი შვეციარიასა და უკრაინას შორის არ ჩატარდება. სტუმართა გუნდში კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც შვეიცარიის ხელისფულების პროტოკოლით, ანდრეი შევჩენკოს გუნდი სავალდებულო კარანტინში გადავიდა.

უეფამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ უკრაინელებს შვეიცარიელთა წინააღმდეგ თამაში არც 17 და არც 18 ნოემბერს არ შეუძლიათ - უეფას კალენდარულ დღეებში. ამგვარად, მატჩი არ ჩატარდება.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოო ჯამში - გადაიდება მატჩი, გაუქმდება თუ უკრაინას წაგება ჩაეთვლება. გადაწყვეტილება უეფას საკონტროლო, სადისციპლინო და ეთიკის კომიტეტმა უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ თუ უკრაინის ნაკრებს ამ შეხვედრაში წაგება ჩაეთვლებათ, ჯგუფში ბოლო ადგილზე აღმოჩნდებიან და ერთა ლიგის B დივიზიონში დაქვეითდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები